დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით მოქალაქეების ნაწილმა დაავადება გასულ თვეებში უკვე გადაიტანა და მიაჩნიათ, რომ ეს იყო სწორედ ახალი კორონავირუსი, რეალობასთან კავშირში არაა.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ნუ დაგავივწყდება, რომ მსგავსი სიმპტომებით - ტემპერატურა, ხველა, დანარჩენს არ ჩამოვთვლი... ნოემბერში დაიწყო, საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულებს ვთხოვ, იხილოს ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა ქვეყანაში. იქ იყო როგორც B ტიპის ვირუსები, H3 გრიპის ვირუსები გამოჩნდა, სხვათაშორის კორონავირუსები ადამიანების, და არა ახალი, ასევე რესპირატორულ სენსიტიური ვირუსები, რომელიც დღესაც ვრცელდება. ასე რომ, გასაგებია, რომ ვიღაცას შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ ეს რეალობასთან კავშირში არაა," - განაცხადა იმნაძემ.