სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონელი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება.
შესაბამისი ცვლილება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ დღგ-ისგან თავისუფლდება არამხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც იმპორტირებულია, არამედ ადგილზე წარმოებული საქონელიც.
დოკუმენტით დადგენილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. ესენია:
კლასიფიცირებული ტესტები, პლასტმასის მასალისგან დამზადებული ბახილები, სახის დამცავი ფარები, ნიტრილის ქირურგიული ხელთათმანები და ასევე ნიტრილის დანარჩენი სახეობის ხელთათმანები. საიზოლაციო, კომბინიზონები, ქირურგიული ხალათები, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები; სამშრიანი პირბადეები და ნიღბები, კოტონის მასალისგან დამზადებული ბახილები ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან; ასევე ქირურგიული ქუდები; პლასტმასის დამცავი სათვალეები და უკონტაქტო თერმომეტრები.
კანონის ეს ნორმა ეკატერინე ტიკარაძისა და ივანე მაჭავარიანის ბრძანებით 2020 წლის 1- ოქტომბრამდე იმოქმედებს.