ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.
მათივე ინფორმაციით, სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია.
ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მოინახულეს.
,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ადგილობრივი მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული. სოფლის მოსახლეობას ვთხოვ დაიცვან საკარანტინო წესები და მოთხოვნები“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.