რომელ საქმიანობებს აქვთ დისტანციურად მუშაობის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის პირობებში

მთავრობის იმ ეკონომიკური საქმიანობების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ იზღუდება.

დადგენილებაში, მათ შორის განსაზღვრულია, საქმიანობები, რომელთაც მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. კერძოდ, ეს ეკონომიკური საქმიანობებია:

  • IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).
თაია არდოტელი