ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 76%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის მსოფლიოს მთავარი ციფრული ვალუტა 6 700 დოლარი ღირს, მაშინ, როდესაც მარტის შუა რიცხვებში მხოლოდ 3 800 დოლარის ფარგლებში იყო.
ამავე დროს, მისი სავაჭრო მოცულობა გასული თვის შუა რიცხვებიდან გაიზარდა 117%-ით - 78 მილიარდ დოლარამდე.
ამასთან, კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია გაიზარდა 48%-ით, 185 მილიარდ აშშ დოლარამდე. დღიური გარიგების თანხა ახლა 130 მილიარდ დოლარს შეადგენს.