„მთავრობის მიერ 2 მილიარდი ლარის გამოყოფა იქნება მნიშვნელოვანი დონაცია და ეს თითოეული მოქალაქისთვის  გახდება ხელშესახები"

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსახლეობისათვის ხელშესახები გახდება მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, COVID19-თან ბრძოლის პირობებში ეკონომიკის დახმარებისათვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის მიერ. მოხდა 2 მილიარდი ლარის გამოყოფა ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის კომუნალური გადასახდები 3 თვის მანძილზე იქნება ანაზღაურებული ხელისუფლების მხრიდან. ეს 2 მილიარდიანი პროგრამა აგრეთვე გაწერილია კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები გაგრძელდება და როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდება და ეკონომიკა დაუბრუნდება განვითარების ტემპებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი დონაცია და ეს თითოეული მოქალაქისთვის გახდება ხელშესახები", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.