ჩინეთი სტრატეგიული რეზერვებისთვის იაფი ნავთობის შესყიდვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთმა, რომელიც ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, სურს ისარგებლოს საწვავის ფასის 60%-იანი შემცირებით და იწყებს სახელმწიფო სტრატეგიული რეზერვების შევსებას“, -წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
სახელმწიფო რეზერვების გარდა, პეკინს შეუძლია გამოიყენოს კომერციული საცავები - აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე. 2 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 27,78 დოლარს შეადგენს, WTI-ის - 22,39 დოლარს.