დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ფულის მეშვეობით კორონავირუსი გადადის, არ არსებობს, თუმცა „როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება“. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ბანკში ფული შედის, მას სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ.
„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს, ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. თუმცა, ფულიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, შესაძლოა იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ბანკში შედის ფული, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ანუ, ის მუშავდება სადეზინფექცო აპარატებით“- განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსი ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება.