ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 100 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პირობებში დასაქმების მაჩვენებლის შესანარჩუნებლად 100 მლრდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალი სოლიდარობის ინსტრუმენტის SURE-ს ფარგლებში, ჩვენ 100 მლრდ ევროს მობილიზებას ვახდენთ, რათა შევუნარჩუნოთ ადამიანებს სამუშაო ადგილი და ასევე დავეხმაროთ ბიზნესს. შედეგად, ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ასევე, ხალხს ჰქონდეს საარსებო საშუალებები. სწორედ ეს არის ევროპული სოლიდარობა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეინმა.