„სამშენებლო სექტორს ექნება მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, მთავარია, დაიცვან რეკომენდაციები"

ვინ მუშაობს და ვინ არ მუშაობს, ვერ გეტყვით. სამშენებლო სექტორს ექნება შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა, მთავარია, დაიცვან რეკომენდაციები, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ აგრძელებს სამშენებლო სამუშოებს კომპანიების ნაწილი, მაშინ როცა მათ ნაწილს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს.

მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში თავდაპირველად გაჩნდა გარკვეული დაბნეულობა, რადგან გაურკვეველი იყო, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სამუშაოების წარმოების გაგრძელება. კალაძის თქმით, ამ საკითხზე ბევრი ზარი დაფიქსირდა.

„კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სამშენებლო სამუშაოები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, უნდა იყოს გათვალისწინებული ჰიგიენური და უსაფრთხოების წესები, თავისი პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექნებათ სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა,“- განაცხადა კახა კალაძემ.