1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1813 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0600 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4778 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0682 ლარი შეადგინა.