უკრაინა ილონ მასკს დახმარებას სთხოვს - პანდემია ქვეყანაში პიკს უახლოვდება, ადამიანებს სასუნთქი აპარატები სჭირდებათ

უკრაინა ილონ მასკს დახმარებას სთხოვს. მოწოდებები „ტვიტერზე“ მას შემდეგ განთავსდა, რაც „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია სასუნთქ აპარატებს უფასოდ დაარიგებს.

„ძვირფასო ელინ, უკრაინა ევროპაში მოსახლეობით მეორე ყველაზე დიდი სახელმწიფოა 40 მილიონი მცხოვრებლით. პანდემია უკრაინაში პიკს უახლოვდება. აპრილი ყველაზე რთული თვე იქნება. ადამიანებს სასუნთქი აპარატები სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ. გმადლობთ“,-წერია აშშ-ში უკრანის საელჩოს განცხადებაში.

უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის 804 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსით 20 ადამიანი დაიღუპა.