2020 წლის 4 აპრილს კომპანია Georgian Airways ფრენას განახორციელებს,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ავიარეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეისი გეგმურია და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.
"2020 წლის 4 აპრილს კომპანია Georgian Airways განახორციელებს ფრენას ლონდონი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისი გახლავთ გეგმური და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.
შესაბამისად, 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენელი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია Georgian Airways ვებ-გვერდზე",-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.