კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ Airbnb აიძულა, რომ საკუთარი ბიზნესის საბაზრო ღირებულება შეემცირებინა. როგორც Financial Times-ი კომპანიის HR დირექტორის, ბრაიან ჩესკზე დაყრდნობით წერს, ეს მაჩვენებელი 16%-ით, 26 მლრდ დოლარამდე დაეცა.
დამოუკიდებელი სერვისის AirDNA-ს უახლესი შეფასებით, ბინების მოკლევადიანი ქირავნობის ბაზარი მკვეთრად კლებულობს: კოროვირუსით დაავადებულთა უმეტეს ქვეყნებში Airbnb- ის საშუალებით შეკვეთების რაოდენობა 90% -ით შემცირდა.
Airbnb-ს ბიზნესის შეფასება უკანასკნელად 2017 წელს მოხდა. მაშინ მოკლევადიან პერიოდში ბინების გაქირავების ეს უმსხვილესი პლატფორმა 31 მლრდ დოლარად შეფასდა. ანალიტიკოსების ვარაუდობდნენ, რომ 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 40 მლრდ დოლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა, კორონავირუსმა ყველა გეგმა და პროგნოზი შეცვალა.
როგორც FT-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, Airbnb- ის აღმასრულებლები უკვე ეძებენ გზებს ბიზნესის გასაუმჯობესებლად. კომპანიამ უკვე გამართა არაერთი მოლაპარაკება, როგორც ძველ, ასევე ახალ ინვესტორებთან დამატებითი დაფინანსების მოსაძიებლად. ახლახან კომპანიამ ბანკებს 1-მილიარდიანი საკრედიტო ხაზის გაზრდაც სთხოვა. გარდა ამისა, Airbnb- მა გააუქმა ყველა მარკეტინგული კამპანია, რომლითაც ის 800 მლნ დოლარს დაზოგავს.