საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში სასტუმროების საქმიანობა მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის არის დასაშვები

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ იზღუდება.

დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, სასტუმროებისა და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის.

ამასთან, დადგენილებაში მათ შორის განსაზღვრულია, საქმიანობები, რომელთაც მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. კერძოდ, ეს ეკონომიკური საქმიანობებია:

  • IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა;
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი);
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა;
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება;
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში;
  • არქიტექტურული საქმიანობები;
  • იურიდიული მომსახურება;
  • არბიტრაჟი და მედიაცია;
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით;
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით.

თაია არდოტელი