პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ადგილობრივი წარმოების საშუალებით შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც გიორგი გახარია განმარტავს, ისეთი წარმოებები, რომელიც ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ აქტუალური არ იყო, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს.
„ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ადგილობრივ წარმოებაზე. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული მაგალითად, ისეთი ადგილობრივი წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება, განახლება, რამეთუ, სრულიად შეცვლილია, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არამხოლოდ ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც. ამიტომ, ისეთი წარმოებები, რომელიც მაგალითად, ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ არ იყო აქტუალური, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები არამხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იქნება, არამედ სხვა ყველა მიმართულებით, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - განაცხადა გახარიამ.