ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარების პაკეტით, რაც ქართულ ბიზნესს უკვე შევთავაზეთ, პირველ რიგში, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მხრიდან სოლიდარული მონაწილეობის შედეგად, მარტში ბევრი ადამიანი არ გვეყოლება, რომელმაც შესაძლოა, სამსახური დაკარგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შევძლებთ, დახმარების მოცულობა, დახმარების მიმღები პირების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ შევაფასოთ, რაც კონკრეტული ციფრები გვეცოდინება“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
მისი განმარტებით, შეღავათები ექნებათ ასევე თვითდასაქმებულ მოქალაქეებსაც.
„რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა არაოფიციალური ხელფასი, არამედ თვითდასაქმებულები იყვნენ, მოგეხსენებათ, თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილშიც ვავრცელებთ ყველა იმ უკვე გაჟღერებულ შეღავათს, რომელიც ეხება ასეთი ადამიანების ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავების საფასურის გადახდას“,-აღნიშნავს ცქიტიშვილი.