კახა კალაძის განცხადებით, გზების მშენებლობის სამუშაოები გრძელდება, თუმცა ყველა კომპანიას რეკომენდაციების შესრულება ევალება

„გზების სამუშაოები გრძელდება, თუმცა ჩვენ ყველა კომპანიისთვის, ვინც აგრძელებს სამუშაოებს, მოთხოვნილი გვაქვს, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ის რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, გრძელდება თუ არა დედაქალაქში დაწყებული გზების მშენებლობა. კალაძის განცხადებით, სამუშაოების ჩატარებისას გათვალისწინებულია შესაბამისი ეკიპირება.

„გზების სამუშაოები გრძელდება, თუმცა ჩვენ ყველა კომპანიისთვის, ვინც აგრძელებს სამუშაოებს, მოთხოვნილი გვაქვს, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია ,რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო. მხედველობაში მაქვს ადამიანების უსაფრთხოება - ხელთათმანები, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ასე შემდეგ. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბობთ“, - განაცხადა კალაძემ.