ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მლრდ დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მლრდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მლრდ-ს.
ბიზნესი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ფლობს, მაგრამ მისი შვილები აკონტროლებენ, ისევ კომერციულ უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული. კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე ობიექტები შეფასებული იყო 1,9 მლრდ დოლარად, 2020 წლის 18 მარტისთვის ეს მოცულობა დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
კომერციული უძრავი ქონების გარდა, პრეზიდენტი ფლობს 500-ზე მეტ საცხოვრებელ ქონებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ღირებულება 148 მლნ დოლარამდე დაეცა.
სიტუაცია კიდევ უფრო რთული იყო ტრამპის სასტუმროს ბიზნესისთვის. Trump Organization-მა სცადა სასტუმროს გაყიდვა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, მაგრამ ახლა ეს გეგმები შეიცვალა. The Washington Post- ის ცნობით, პრეზიდენტის კომპანიებში სამსახური 550-ზე მეტმა თანამშრომელმა დაკარგა.
ტრამპს ასევე აქვს ფულადი თანხა, დაახლოებით 160 მლნ დოლარი.