სამშენებლო კომპანია "ჰოლდერი" ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებელობის დროს გამოვლენილი დარღვევებისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო დაჯარიმდა

სამშენებლო კომპანია შპს "ჰოლდერი" ატენის ქუჩაზე კორპუსის მშნებელობის დროს გამოვლენილი დარღვევებისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიას აღნიშნული მიზეზების გამო, ატენის N19-ში მდებარე კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე უარი ეთქვა.

"2020 წლის 31 მარტს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „ჰოლდერს“ რიგი დარღვევებისა და სამუაშოების არაჯეროვნად შესრულების გამო კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე უარი უთხრა. მათ ასევე დაეწერათ მითითება შესაბამისი საჯარიმო თანხით", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.