შს სამინისტრო თანამშრომლებისთვის 3 მლნ ლარის ღირებულების სპეცეკიპირების შეძენას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ გამარტივებლი შესყიდვა უკვე გამოაცხადა. წინადადების განხილვის ბოლო ვადა 8 აპრილია.
კერძოდ, უწყება გეგმავს, სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესყიდვას. მათ შორის: პირბადეების, კომბინიზონების, დამცავი სათვალეების, თერმომეტრებისა და ა.შ.
„ვინაიდან შესყიდვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად არსებული საჭიროებების მიხედვით, რაოდენობის გაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა, დაგეგმილია რომ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება არ იქნება 3 000 000 ლარზე მეტი.
წინასწარ შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა, თუ რა პერიოდს გაგრძელდება შექმნილი ვითარება, შესაბამისად ვინაიდან დაგეგმილია სპეციფიური საქონლის შესყიდვა, რომელიც საჭიროა მხოლოდ COVID 19 საბრძოლველად საჭირო ღონისძიებების გასატარებლად, ღონისძიება გაგრძელდება არსებული ვითარების აღმოფხვრამდე. საორიენტაციოდ აღნიშნული ღონისძიებები არ უნდა გაცდეს ივნისს, თუმცა აღნიშნული ვადა შესაძლებელია გარძელდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაზრდის შემთხვევაში (იგივე ვადით),“-აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.