კიდევ ერთი კომპანია და საქმიანობის სფერო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ შეიზღუდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, კიდევ ერთი მეწარმე სუბიექტი დაემატა.

აქამდე ჩამონათვალში ჯამში, 82 კომპანია იყო. ახლა კი კიდევ 1 სუბიექტი - შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“ დაემატა.

იმ 82 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, ასე გამოიყურება:

  • შპს „თეგეტა მოტორსი“;
  • შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“;
  • შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“;
  • შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“;
  • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“;
  • სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“;
  • შპს „ენერგოტრანსი“;
  • შპს „გარდაბნის თბოსადგური“;
  • შპს „ენგურჰესი“;
  • სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
  • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;
  • შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“;
  • სს „ენერგონი“;
  • შპს „ენ ერ ჯი ჯორჯია“;
  • სს „ნენსკრა ჰიდრო“;
  • შპს „საქნახშირი“;
  • სს RMG Copper;
  • შპს RMG Gold;
  • შპს „ჯმ 29;
  • სს „რუსთავის აზოტი“;
  • სს „კავკასიან პეტ კომპანი“;
  • სს „მინა“;
  • შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;
  • შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“;
  • შპს „კნაუფ გიპს თბილისი“;
  • შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“;
  • შპს „ჯორჯიან მანგანეზი“;
  • შპს „რუსელოის“;
  • შპს „ჯეოსთილი“;
  • შპს „ამბიკონ სტილსი“;
  • შპს „რუსთავის ფოლადი“;
  • შპს „გლობუსი“;
  • შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“;
  • შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“;
  • შპს „ასკანგელ ჯგუფი“;
  • შპს „ასკანგელ ალიანსი“;
  • შპს „ასკანგელ ბენტონიტი“;
  • სს „ელმავალმშენებელი“;
  • შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“;
  • შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“;
  • შპს „მნკორპი“;
  • სს „საქართველოს რკინიგზა“;
  • შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“;
  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“;
  • შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“;
  • ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი;
  • შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;
  • შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;
  • შპს „მეტრო სერვის +“;
  • შპს „ტავ ურბან საქართველო“;
  • შპს „საქაერონავიგაცია“;
  • შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;
  • შპს „შავი ზღვის ტერმინალი“
  • სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“;
  • შპს „ბი ენდ პი“;
  • შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“;
  • შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“;
  • შპს „ტრანსფორდი“;
  • შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“;
  • შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“;
  • შპს „ეისა“;
  • შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“;
  • შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“;
  • შპს „ჯიარ ტრანზიტი“;
  • შპს „ჯნს ჯორჯია“;
  • შპს „ეკოსერვის ჯგუფი“;
  • შპს „თიბისი ფეი“;
  • შპს „აჭარა ტექსტილი“;
  • შპს „მოვი“;
  • შპს „ემჯიემტექს“;
  • შპს ISTANBUL BAZAAR;
  • შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“;
  • შპს „ჯორჯიან ტექსტილი“;
  • შპს BTM-TEXTILE;
  • შპს „პრომო ვეარ“;
  • სს „სამკერვალო კომპანია იმერი“;
  • სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი);
  • შპს „საქსპეცტრანსი“;
  • შპს „ჯი ენ ელ“;
  • შპს „გებრიუდერ ვაის“;
  • შპს „კაპაროლ ჯორჯია“;
  • სს „საქკაბელი“.

რაც შეეხება საქმიანობის სფეროებს, ჩამონათვალს საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება დაემატა. ცნობისთვის, იმ ეკონომიკურ საქმიანობებს შორის, რომელთაც შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იყვნენ:

  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება;
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
  • IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
  • 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/ დაწესებულებები);
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად);
  • საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება.
თაია არდოტელი