"აქსის თაუერსმა" COVID-19 -ს წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოჰყო

აღნიშნული თანხიდან კომპანიამ 50 000 ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - StopCov.ge გადარიცხა, ხოლო 50 000 ლარით მარტოხელა მოხუცებისათვის სასურსათო კალათები შეიძინა, რომელთა დარიგებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს დედაქალაქში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის.

აქსის თაუერსში აცხადებენ, რომ ვირუსის დამარცხებისკენ მიმართული სამედიცინო საზოგადოების ძალისხმევის პარალელურად, დღეს ყველა ძალა საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რაც პანდემიისგან მიყენებალი ეკონომიკური ზიანის მაქსიმალურად შემცირებისთვის ზრუნვა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვაა.