„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით, ძალიან გაგვიჭირდება იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას არ უნდა რაღაცა გააკეთოს, ამ მხრივ ნახეთ რომ ძალიან ეფექტური და კარგი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას, ბიზნესს. ამ ყველაფრიდან რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოვიდეთ, აუცილებელი იქნება საერთაშორისო დახმარება. არის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ასევე სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც უკვე გამოთქვამენ მზაობას, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით არსებობს მათთან კონსულტაციები და გვინდა გვჯეროდეს რომ გარკვეულ დახმარებას მივიღებთ უცხოეთიდან.
„დღეს, ყველა ვართ მეხანძრეების როლში. ყველა ვწყვეტთ იმ საკითხს, რაც არის დღის წესრიგში და ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მთავარი პრობლემა არ მორჩება. სახელმწიფო მართლა ძალიან ეფექტურად მუშაობს. უბრალოდ, ერთი წუთით, წარმოიდგინეთ - ხართ ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, სოლიდური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს, მათ ჯანმრთელობას და ა.შ. ეხება. ამ პროცესს მეტნაკლებად ახლოდან ვუყურებ და ამიტომ გეუბნებით, დღეს, მთელი კონცენტრაცია იმ ადამიანების, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში, მიმართულია იქით, რომ გამოვიდეთ ამ მთავარი პრობლემიდან რაც არის - მაქსიმალურად ნაკლები ადამიანის დაინფიცირება და ადამიანების ჯანმრთელობის მაქსიმალურად გაფრთხილება,“-განაცხადა ფხაკაძემ.