საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მონიტორინგისას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში მოქმედი საგუშაგოების შემოვლის შემდეგ. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კვლავ დაფიქსირდა როგორც კომენდანტის საათის, ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები.
„გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დარღვევის 22 ფაქტი, მათ შორის გახლდათ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევები და ასევე, იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევაც. სხვა მხრივ, სიმშვიდეა, რეგიონის მოსახლეობაში კორონავირუსის დადასტურების ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის ინიციატივას თავადაც უერთდება და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავს.