10 საფრთხე, რომელიც 2020 წელს გლობალურ მიწოდებას ემუქრება

Resilience 36-ის ექსპერტებმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც გააანალიზეს ის მთავარი რისკები, რომლის წინაშეც მიწოდების ქსელები 2020 წელს დადგებიან.

კვლევის შედეგად, გამოკითხული ორგანიზაციების 99% იმ დარღვევებსა და სირთულეებს ასახელებს, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში წააწყდნენ. ახლა კი, პანდემიის გამო, ამ პრობლემების ეფექტი 100%-ით გაიზარდა.

წარმოგიდგენთ იმ მთავარ რისკებს, რომელსაც მიმწოდებელი კომპანიები 2020 წლის მთავარ გამოწვევად ასახელებენ:

1. კიბერთავდასხმის საფრთხე - დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, კომპანიების 68% დარწმუნებულია, რომ კიბერ თავდასხმის საფრთხე ემუქრებათ.

ექსპერტების აზრით, 2021 წლისთვის კიბერთავდასხმებით მიღებული ზარალი, წელიწადში 6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს კი, უარყოფითად იმოქმედებს მიმწოდებელ ქსელებზე, ლოჯისტიკის სამსახურებსა თუ ზოგადად წარმოებაზე.

2. ცვლილებები სავაჭრო პოლიტიკაში - მთელ რიგ შეთანხმებებსა თუ სავაჭრო ხელშეკრულებებში არსებული გაურკვევლობა, შესაძლოა, 2020 წლისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გაურკვევლობები კომპანიების ნაწილისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს გააჭიანურებს, ეს ნეგატიურად იმოქმედებს მიმწოდებელი ქსელების მუშაობაზეც.

3. ეკონომიკური სანქციების ზრდა - 2019 წელს მრავალმა ქვეყანამ გამოცხადა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც გარკვეული სანქციებიც ახლდა. მაგალითად, აშშ-ის პერზიდენტი დონალდ ტრამპი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მექსიკას დაემუქრა 5%-იანი ტარიფის შემოღებით, ნებისმიერი ტიპის საქონლის იმპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს მუქარა არ შეასრულა, მიმწოდებელი კომპანიების დიდი ნაწილი ახალ პირობებზე ადაპტირდა.

თუ მსგავსი ტენდეციები გაგრძელდა, კომპანიებს ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიება მოუწევს.

4. საპროტესტო აქციები და გაფიცვები - ეკონომიკური და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ აქციები ნეგატიურ გავლენას ახდენს მიმწოდებელ ქსელებზე. პირველ რიგში, ეს ეხება ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხებას. მაგალითად, მაშინ როდესაც 2019 წელს General Motors-ის საწარმოში 50 000-მდე თანამშრომელი გაიფიცა, კომპანიამ დაახლოებით, 1 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი მიიღო. მსგავსი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, რაც ზიანს აყენებს როგორც კონკრეტულ კომპანიებს, ისე ზოგადად, ეკონომიკას და მათ შორის, მიმწოდებელ ქსელებს.

5. შეფერხებები საზღვარზე - ზოგიერთმა ქვეყანამ არალეგალური მიგრაცის წინააღმდეგ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი შემოიღო. ზოგი საგუშაგო დაკეტილია, ზოგი კი, დამატებით კონტროლს ითვალისწინებს. აღნიშნული ნაბიჯები იწვევს საქონლის შეფერხებას, რაც სერიოზული სირთულეა მიმწოდებელი ქსელების მუშაობის პროცესისთვის. განსაკუთრებით იმ საქონლის მიწოდებისას, რომელსაც ქვეყნის შიგნით გარკვეული სტანდარტების დაცვა უწევს.

6. გარემოს დაცვა - 2019 წელს მრავალი ფართომასშტაბიანი აქცია და ღონისძიება გაიმართა გარემოს დაცვის მიმართულებით. ზოგიერთი აქცია კი მიზნად ისახავს სატრანსპორტო კვანძების შექმნას, რაც დიდი დაბრკოლებაა მიმწოდებელი ქსელებისთვის.

7. გარემოსდაცვითი ახალი კანონმდებლობა - ეროვნული მთავრობებისა და ორგანიზაციების სურვილი, რომ ჰაერის დაბიძნურება შეამცირონ, საკმაოდ დიდ ძალისმხვევას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით ეხება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს. სწორედ ამ მიზნით ტაილანდში 600 საწარმო დაიხურა, ჩინეთმა კი რიგი მოთხოვნები დააწესა მავნე ემისიების შემცირების მიზნით. აღნიშნული ნაბიჯები საკმაოდ ხისტია, ვინაიდან საწარმოების დახურვა, მიმწოდებელი ქსელებისთვის შემცირებულ შეკვეთებს ნიშნავს.

8. ნავთობის ფასები - ნავთობის ბაზარზე კოლაფსი, ნეგატიურ გალენას ახდენს მიმწოდებელ ქსელებზე. ნავთობის ამჟამინდელი ფასების გამო, მწარმოებლები იძულებულნი არიან შეამცირონ საწარმოო ხარჯები, რაც გამოიწვევს მრავალი კომპანიის პორტფელის გადახედვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შესაძლოა, დაიხუროს.

9. ნარკომანია - კონტეინერების გადაზიდვის დროს, მიმწოდებელი კომპანიები შესაძლოა, ნარკოტიკების კონტრაბანდის მსხვერპლნი აღმოჩდნენ. 2019 წელს ნარკოტიკები აღმოაჩინეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში და საბერძნეთში. ნარკოტიკების დიდი პარტია იპოვეს სწორედ იმ კონტეინერებში, რომელიც აშშ-ში ჩავიდა, სადაც აღნიშნული უკანონო ქმედება 50 მლნ დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

10. კორონავირუსის პანდემია - 2020 წელს ახალმა გამოწვეევამ, სახელად - კორონავირუსი, სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს. ქალაქები დაკეტილია, კომპანიებმა შეაჩერეს წარმოება, ხალხი კარანტინშია, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიმწოდებელ ქსელებსაც მიაყენა.

ნინი ქეთელაური