კომპანიის GDG+ დამფუძნებელი ბეჯან წაქაძე, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს, კოროვირუსით ინფიცირებულთა განსათავსებლად, საკუთარ საავადმყოფოს სთავაზობს. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საუბარია თბილისში მდებარე სტაციონარზე, სადაც 40 საწოლია განთავსებული.
„ჩვენს კომპანიას გარდა სასტუმროებისა, ასევე აქვს ობიექტები სხვა მიმართულებითაც, ერთ-ერთ ასეთია კლინიკები. ერთი არის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც არის აერობიკა, გამაჯანსაღებელი კლინიკა, თავისი აუზით და ა.შ. რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებით დახურულია. მეორე საავადმყოფო მდებარეობს მარიჯანის ქუჩაზე, რომელიც ასევე სტაციონარია და ფაქტობრივად, გამზადებულია პაციენტების მისაღებად. ქვეყანას რომ დასჭირდეს, იქ მოთავსდებიან კორონავირუსით ინფიცირებულები. საუბარია, დაახლოებით, 40 საწოლზე“,- აცხადებს „ ჯი დი ჯი გრუპის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანი ქვეყნის მასშტაბით 5 ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა, თუმცა კორნავირუსის გამო, სამუშაოები დროებით შეაჩერა. როგორც ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ობიექტების ნაწილი დასრულებულია, თუმცა გახსნა გადაიდო, დაუსრულებელი მშენებლობები კი, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე შეჩერდება.