ირანი  „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობების განახლებას 11 აპრილიდან გეგმავს

ირანში „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განახლდება - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით, ყველა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური აქტივობა, თეირანის გარდა ყველგან, შაბათიდან განახლდება. ირანის მთავრობის საჯარო მოსამსახურეების ორი მესამედი შაბათიდან სახლებიდან განაგრძობს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის სახლში ყოფნის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციასთან“, - განაცხადა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა დაბალი რისკის მქონე აქტივობაში. 55 000-ზე მეტი ინფიცირებულით და 3 500-მდე გარდაცვლილით, ირანი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით მეშვიდე ადგილზეა.