მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა - სამუშაოები 4 მლნ ლარამდე ჯდება

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 767 808 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მეტროსადგურის ტერირტორიაზე ჩატარდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა გახმოვანების სისტემა, შეიცვლება ვენტილაციისა და ელექტრო სისტემები. დოკუმენტაციაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელოს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით მოცემული პირობების სრული დაცვით. სამუშაოები აუცილებელია წარიმართოს დამტკიცებული პროექტის სრული შესაბამისობით“.

ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა.

თაია არდოტელი
შპს „თბილისი ენერჯი“  შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
შპს „თბილისი ენერჯი“ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგირო მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტურ გალერეად გადაკეთდება