„კახეთის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა ბაზარი იხურება - 2 კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და სიტუაციის მიხედვით შეიძლება გაიხსნას"

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ბაზრები დაახლოებით, 2 კვირით დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, კახეთში ბაზრები დღეს ეტაპობრივად დაიხურება, ნაწილი შესაძლოა, ხვალ დილითაც დაიხუროს.

„კახეთის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა ბაზარი იხურება. დღეს დაიხურა თელავის, წნორის, გურჯაანის, კაბალის ბაზარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, უფრო ადრე, საკვირაო ბაზრობები დაიხურა. 2 კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, მოსაწესრიგებელი არის კიდევ რაღაცეები და შემდეგ, ვნახოთ, სიტუაციის მიხედვით შეიძლება მოხდეს მათი გახსნა. ალბათ, არის ერთი-ორი ბაზარი, რომელიც საბოლოოდ დღეს, ან ხვალ დილით დაიხურება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.