სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დაიხურა, რადგან მათ რეკომედაციების დაცვა ვერ მოახერხეს.
მისი თქმით, ფოთში ერთი დიდი სუპერმარკეტი „უნივერსამი“ ფუნქციონირებს, რომელიც ყველა რეკომენდაციას იცავს, რაც ეხება როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას.
„სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია. რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტობრივად ერთი დიდი სუპერმარკეტი „უნივერსამი“ ფუნქციონირებს.
ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას. ეს კარგი მაგალითი იქნება სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.