ახლა ყველაზე მეტად კერძო სექტორს და კერძო სექტორში დასაქმებულებს (უმუშევრად დარჩენილებს) უჭირს.
ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა ყველაზე მეტად კერძო სექტორს და კერძო სექტორში დასაქმებულებს (უმუშევრად დარჩენილებს) უჭირს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები და შემწეობა/დახმარების მიმღებებიც კერძო სექტორს უნდა გულშემატკივრობდნენ, რადგან კერძო სექტორი აფინანსებს მათ ხელფასებსაც და შემწეობებსაც. თუ არ იქნება კერძო სექტორი არ იქნება გადასახადები, არ შეივსება ბიუჯეტი და არ იქნება არც ხელფასები და არც დახმარებები,“-წერს მაკალათია.