კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ონლაინ-მომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ.
„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლან-მომსახურებაში, თვითონ ონლაინ-ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხრადაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.