თბილისის აგრარული ბაზრები ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ჯერჯერობით, თბილისის აგრარულ ბაზრებზე სანიტარული და ჰიგიენური წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათივე განმარტებით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მათივე ინფორმაციით, ბაზრები სისტემატურად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოსა და კახეთის რამდენიმე რაიონში აგრარული ბაზრები დაიკეტა.