საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 მოქალაქეა.