6 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: არქეოპოლისი, 50 ათასი ლარი; ტიფლისიდისტილერი * TIFLISIDISTILLERY, 50 ათასი ლარი; შპს „აგროვინი’’, 50 ათასი ლარი; ჯეორჯიან პროდაქტსი, 50 ათასი ლარი; ავიასერვისი, 30 ათასი ლარი; ილია ქუტიძე, 30 ათასი ლარი; შპს ნეოტექი, 25 000 ლარი ; სადაზღვევო კომპანია უნისონი, 20 ათასი ლარი; ორიენტ ლოჯიკი, 20 ათასი ლარი; ბელუქსი, 20 ათასი ლარი; ალფა რეზიდენსი, 20 ათასი ლარი; სანდრო რთველაძე, 15 ათასი ლარი; ფოლადის სახლი, 10 ათასი ლარი; ინვესტ გრუპ ჯორჯია, 10 ათასი ლარი; თამარ ტალიაშვილი, 10 ათასი ლარი; თემურ უსტიაშვილი, 10 ათასი ლარი; გოირგი გველესიანი, 10 ათასი ლარი; დავით ქოჩიაშვილი, 10 ათასი ლარი; შპს ქინძმარაული, 10 ათასი ლარი; ბასა გრუპი, 10 ათასი ლარი; თაიმსერვისი, 10 ათასი ლარი; შპს ბაუფლექი, 5 000 ლარი ; შპს ATEF Georgia, 3 ათასი ლარი; მოდერნრუფინგ, 2 ათასი ლარი; გიორგი ცინცაძე, ათასი ლარი.
„ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund მადლობა ერთიანობისთვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.