მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
„ ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ უწყებაში.