კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიო ეკონომია რეცესიის ზღვარზეა. პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნაწილი კი იძულებულია დროებით შეაჩეროს ოპერაციები, შესაბამისად, ბევრი ადამიანი გაუშვას არაანაზღაურებად შვებულებაში.
ზოგადად, პანდემიის დროს პირველ რიგში ზარალდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან სასტუმრო ბიზნესით, გასართობი ბიზნესით და ეწევიან მგზავრთა გადაყვანას.
გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი თანამშრომლები უხელფასო შვებულებებში გაეშვათ.
მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელმა Marriott International-მა უხელფასო შვებულებაში ათობით ათასი თანამშრომელი გაუშვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამასთან, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ყველა პირი 50%-ით შემცირებულ ხელფასს მიიღებს.
Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასტუმროების ქსელიდან მინიმუმ 200 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიათა ქსელმა Sephora-მ ამერიკაში 3 ათასამდე თანამშრომელი დროებით შვებულებაში გაუშვა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დასაქმებულების 12%, დახლოებით 200 ადამიანი უხელფასო შვებულებაში გაუშვა აუქციონის სახლმა Sotheby's.