ინდოეთი გარკვეულ პრეპარატებზე ექსპორტის აკრძალვას მოხსნის. მათ შორის საუბარია პრეპარატ პლაქვენილზე.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანურაგ შრივასტავას თქმით, ქვეყანას პრეპარატის საკმარისი რაოდენობა აქვს, რის გამოც ექსპორტის აკრძალვა მთელ რიგ მედიკამენტებზე მოიხსნება.
ცნობისთვის, დელიში განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ ქვეყანა ექსპორტის შეზღუდვას არ გააუქმებდა, ვაშინგტონი მას „სამაგიეროს გადაუხდიდა“.