ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, როცა შეზღუდვების მოხსნას დაიწყებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნაადრევად არ მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რათა ვირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს. ეს იგივეა, როცა ავად ხარ და საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა დაავადება გაგირთულდეს“,-განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა.
ცნობისთვის რამდენიმე ქვეყანა თანდათანობით შეზღუდვების მოხსნას იწყებს. დღეს ამის შესახებ განცხადებები ჩეხეთსა და დანიაში გააკეთეს.