OPEC+-ის შეხვედრის წინ ნავთობის ფასი გაიზარდა. სამშაბათს Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა 1.7% -ით მოიმატა და ბარელზე 33,6 აშშ დოლარი შეადგინა.
გაიზარდა ფასი ამერიკული WTI-ის ტიპის საწვავზე. აქ ზრდამ 3,3% შეადგინა და ბარელი 26.9 აშშ დოლარი გახდა.
ფასები იზრდება გარიგების მოლოდინში, რომ წარმოება შემცირდება. ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები, მათ შორის საუდის არაბეთი და რუსეთი, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან შეამცირონ პროდუქციის წარმოება OPEC+-ის შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს 9 აპრილს გაიმართება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ს ხელშეკრულებაში შესვლაზე, - წერს Reuters-ი.