„კოლორ ჯგუფი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს დეკორატიულ სააღდგომო შეფუთვებს შეღავათიან ფასად სთავაზობს

მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბიზნესკომპანია ფიქრობდეს საკუთარ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე და ცდილობდეს ფართო საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს. ქართულ რეალობაში აღნიშნულის კარგი მაგალითია კომპანია „კოლორ ჯგუფი“, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს სააღდგომოდ პასკის შესაფუთ ყუთებსა და პარკებზე დიდ შეღავათებს სთავაზობს.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ საკვები შეფუთვების ბეჭდვა და წარმოებაა, რაც ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას გულისხმობს. „კოლორ ჯგუფი“ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესებს უსაფრთხო დეკორატიულ სააღდგომო შეფუთვებს სთავაზობს. იმის გარდა, რომ შეფუთვები საკვებთან პროდუქტებთან თავსებადია, ის ასევე ქმნის სააღდგომო განწყობას.

რადგან COVID 19-თან ბრძოლა ყოველდღიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, უსაფრთხო შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება, კრიზისის ფონზე კი ფასი მეწარმე კომპანიებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ „კოლორ ჯგუფი“ უსაფრთხო შესაფუთ ქაღალდებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. სააღდგომო პასკის იმ მწარმოებლებმაც კი, რომელთა რესურსებიც მეტ–ნაკლებად შეზღუდულია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქაციონ უსაფრთხოებას. პასკა, რომელიც სააღდგომოდ ყველა ოჯახშია, ბაზარზე აუცილებლად შეფუთული უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებლებს.

როგორც „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 50 ცალია. “კოლორ ჯგუფი“ ბიზნეს კომპანიებს ყუთის სტიკერებით ბრენდირებასაც სთავაზობს.

შეღავათიანი ბეჭდვა ჯაჭვურად ბაზრისთვის დადებითი შედეგის მომტანია, რადგან კომპანია, რომელიც შეღავათიან ფასად მიიღებს პროდუქტს, ასევე შეღავათიან ფასად შესთავაზებს მას მომხმარებელს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობა დღეს ბევრმა კომპანიამ გამოიჩინოს.