გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ ვის არ შეეძლება აგრარულ ბაზრებში ვაჭრობა.
მისი განცხადებით, შეზღუდვები შეეხება კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულ პირებს.
„თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანდაცვის რისკებიდან. უპირველესი პრიოროტეტი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.