აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის დღევანდელ, 91-დღიან #42 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ორმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი -4.15 პროცენტით, მაქსიმალური -4.25 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.20 პროცენტით განისაზღვრა.