საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მოქალაქეა.

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
ბელარუსსა და ლიეტუვაში საელჩოებმა  საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას
დეზობარიერი, ჰიგიენის საშუალებები - რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ სავაჭრო ობიექტებს კარანტინის პირობებში