აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას სხვა წესებთან ერთად, მოვაჭრეებისთვის ყოველ დილით ტემპერატურის გაზომვის ვალდებულება ეკისრებათ

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს აგრარული ბაზრებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში.

კერძოდ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება, დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა. ამასთან, უნდა უზრუნველოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.

ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (COVID-19)ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით.

ვალდებულებებს შორისაა შემდეგი მოთხოვნებიც: ბიზნესოპერატორებმა სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა. არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით.

ვრცლად რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის იხილეთ ბმულზე- http://nfa.gov.ge/ge/media-centri/axali-ambebi0/siaxle1/rekomendaciebi-agraruli-bazrebistvis.page?fbclid=IwAR0zV4R7H3O-FWESD0e3Vm1v0hxo2i9TTcVnsgELMW_6SnFQfg6EjN6aKAQ