თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოყვა ინფიცირებულების ძალიან სწრაფი ზრდა ასეულები, ათასეულები, ათეულათასეულები, საქართველოში კი შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა.
"საქართველოში დაფიქსირდა და გაცხადდა პირველივე დღეს, რომ საქართველოში დადგა ე.წ მეოთხეული გადაცემის ეტაპი. ანუ, ინფექციის შიდა გადაცემის ეტაპი. ამის საწყისად ითვლება მარნეულის შემთხვევა. შეიძლება, მანამდეც იყო, მერეც იყო, მაგრამ ოფიციალურად ეს არის მარნეულის შემთხვევიდან. შიდა გავრცელება დაიწყო თუ არა მაშინვე, თქვენ ყველანი მოწმენი ხართ, მიღებულ იქნა მყისიერი ზომები, რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა იმ საპასუხო ზომებისგან, რომელიც მანამდე იყო. მარნეულისა და ბოლნისის სრული იზოლირება მოხდა, კარანტინი. მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. რა შეეხება მოლოდინს, იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოყვა ინფიცირებულების ძალიან სწრაფი ზრდა ასეულები, ათასეულები, ათეულათასეულები, გადახედეთ ინტერნეტს და მასმედიის საშუალებებს. ჩვენთან რაც მარნეულის შემთხვევის შემდეგ, დაიწყო შიდა გავრცელება და კიდევ 5-6 შემთხვევა დაფიქსირდა შიდაგადაცემის, არცერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.