"საქართველოს არ აქვს  საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, ტესტ-სისტემები და ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული დახმარება, მნიშვნელოვანია"

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, შესაბამისად, ამ პირობებში, ნატოსგან და ევროკავშირისგან მიღებული დახმარება, მნიშვნელოვავნია.

„ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, საკმარისი რაოდენობით ტესტ-სისტემები და, რა თქმა უნდა, ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენმა სახელმწიფომ, იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა რამეს მოაბა თავი კარგად, ამასაც მოაბავს თავს“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიღების საკითხში რეკომენდაცია უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს არ მიუცია, თუმცა ამ პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდნენ.