WSJ: Amazon-ი გაზრდილი შეკვეთების გამო საწყობებში დამატებით 100 000 ადამიანს ასაქმებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Amazon-ი დამატებით 100 000 ადამიანის დაქირავებას გეგმავს. კომპანია ამით შეეცდება საკუთარი კლიენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამრიგად, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის კომპანია ყველა რესურსს აერთიანებს, რათა პანდემიის გამო თავისი მომხმარებლების შეკვეთები შეასრულოს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა დროებით შეჩერებულიყო ისეთი მომსახურების მიწოდება, როგორიცაა Amazon Shipping. იგი გულისხმობს კომპანიის სატვირთო მანქანების დრაივერების გამოყენებას სხვა კომპანიების მომხმარებლებისთვის პაკეტების მიწოდებაში.