„ჩვენ მიზანმიმართულად ვიწყებთ დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების მხარდაჭერაზე ზრუნვას და მივმართავთ მათ, ვისაც აინტერესებს სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების წილების ფლობა, დააფიქსირონ ინტერესი ბმულზე და ჩვენ მივაწვდით ამ სფეროდან იმ კომპანიებზე ინფორმაციას, რომელიც პორტფელში ან ფაიფლაინში გვყავს. ვფიქრობთ, ქართული კომპანიების წილების ყიდვა, დღეს ყველაზე დიდი მხარდაჭერაა ეკონომიკისთვის მათი მხრიდან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მსგავს განაცხადს ჩვენ სხვა სფეროებზეც გავაკეთებთ, ვისაც ასევე ძალიან სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა“, - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.
აღნიშნულ ინფორმაციას სინერჯი კაპიტალი ავრცელებს.